გარდაცვალების ახალი შემთხვევა. ახალგაზრდა ქალი ინფექციურ საავადმყოფოში დაიღუპა. ექიმების განცხადებით, ქალს H1N1 ვირუსი თანდართულ ქრონიკულ ავადმყოფობასთან ერთად ჰქონდა.
პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 13 ადამიანია გარდაცვლილი.