„გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“

ხის, ტყავისა და მინანქრის ნამუშევრები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დამზადებული, – ამის საშუალებას მსჯავრდებულებს ევროკავშირის პროგრამა აძლევს.

პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით ისინი სხვადასხვა მიმართულებით პროფესიულ ხელობას ეუფლებიან, რათა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებაში ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტირება მარტივად  შეძლონ. თუმცა, რამდენიმე მათგანი უკვე გახდა ინდმეწარმე და ოჯახს თავისი ხელით დამზადებული ნივთების გაყიდვით არჩენს.

პროექტი, „განათლება რეინტეგრაციისათვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“, 2020 წელს დასრულდება და ახალ სპეციალობებს 300 მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი დაეუფლება.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.