გიორგი გიორგანაშვილს 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

18:02, 02.04.2018

გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას დღეს საპატიმროში ახალი ბრალი წაუყენეს. ახლა მას ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგანაშვილის დანაშაულის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

მსგავსი