გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს

15:01, 02.04.2018

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას გლდანის ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს. ახლა მას ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობას ედავებიან.

საპყრობილეში იმყოფებოდნენ მისი ადვოკატი და გამომძიებელი. უფლებადამცველი უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან კავშირს.

თავად გიორგანაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი