საპატიმროებში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს
დღესასწაული აღნიშნეს საპატიმროებში. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიულოცა. გიორგი პატარიძე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა. საპატრიარქოსგან საჩუქრები მე-8 და მე- 2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა, ასევე ქალთა დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.