გვიან ღამით აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მივიდა
გვიან ღამით აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტის დავალებით, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი მივიდა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. თუმცა უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება უზრუნველყონ, რათა რაიმე ტიპის ესკალაცია არ მოხდეს.
რაც შეეხება ჩატარებულ სპეცოპერაციებს, პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კითხვები ბევრია, რასაც დროულად და ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი. ფიქრია ჩიხრაძის მისვლას რუსთაველის გამზირზე მცირე შელაპარაკებაც მოჰყვა.