პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ სამი პირი ამხილა [ვიდეო]
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი პირი ამხილა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, რამდენიმე პირი პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის თქმით, აღნიშნული პირები აქციის მონაწილეები არ ყოფილან.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა. პოლიციელებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თავად აშალეს.
ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქციას ამ დროისთვის წყვეტენ. მისივე ცნობით, აქცია 15:00 საათზე განახლდება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.