თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარვები პოლიციამ აშალა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ მოსთხოვა კარვების აშლა და გზის გათავისუფლება. სამართალდამცველების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციელები მივიდნენ, კარვები დაშალეს და წაიღეს.
ამ დროისთვის ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა.ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე განახლდება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.