გურჯაანში 24 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბოლოს ის ერთი თვის წინ ნახეს, როცა სახლიდან გავიდა.
მათივე ცნობით, ბოლო დროს, ის მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა.
სოფელ ვაზისუბნის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის გარკვეული პერიოდით უჩინარდება შემდეგ კი თავად ბრუნდება. ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.