ხალხური სიმღერის გაკვეთილები – ანსამბლი „გურჯაანი“ – კახური შაირები

14:35, 14.10.2018

#აყევიპირველს

ილია დათუაშვილი – ანსამბლ „გურჯაანის“ ხელმძღვანელი

კახური შაირები – ფირუზ მახათელაშვილის გუნდის ჩანაწერებიდან

სოლისტები – თეონა ასკილაშვილი და ლუკა ღორთლიშვილი / თემურ არაყიშვილი – ფანდური

ხალხური სიმღერის გაკვეთილები

სიმღერის ტექსტი – კახური შაირები

– დაუკარ ჩემო ჩორგურო დაუკარ გენაცვალები,

– გოგო აქეთ მოიხედე საით მიგირბის თვალები.

– ტყეში წაველ მასალისთვის ხე მოვჭერი ხევშიაო,

– გოგოვ შენ კი გენაცვალე მაგ ღაბუა ყელშიაო.

– ტყეში წაველ მასალისთვის ხე მოვჭერი ძირულაო,

– გოგოვ შენი დანიშნული ღობეში გაჩხირულაო.

– ბიჭოვ რას გადამეკიდე ჭირადა და ლხინადაო,

– შენი ცხვირი გამოდგება შაქრიანის ხიდადაო.

– იზარდე მწვანე ეჯილო, დაპურდი გახდი ყანაო,

– ბაბუაშენი რომ მოვკვდა, რატომ არ წაგიყვანაო.

 

  

 

მსგავსი