ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ანსამბლი „გურჯაანი“ - კახური შაირები
#აყევიპირველს
ილია დათუაშვილი – ანსამბლ „გურჯაანის“ ხელმძღვანელი
კახური შაირები – ფირუზ მახათელაშვილის გუნდის ჩანაწერებიდან
სოლისტები – თეონა ასკილაშვილი და ლუკა ღორთლიშვილი / თემურ არაყიშვილი – ფანდური
ხალხური სიმღერის გაკვეთილები
სიმღერის ტექსტი – კახური შაირები
– დაუკარ ჩემო ჩორგურო დაუკარ გენაცვალები,
– გოგო აქეთ მოიხედე საით მიგირბის თვალები.
– ტყეში წაველ მასალისთვის ხე მოვჭერი ხევშიაო,
– გოგოვ შენ კი გენაცვალე მაგ ღაბუა ყელშიაო.
– ტყეში წაველ მასალისთვის ხე მოვჭერი ძირულაო,
– გოგოვ შენი დანიშნული ღობეში გაჩხირულაო.
– ბიჭოვ რას გადამეკიდე ჭირადა და ლხინადაო,
– შენი ცხვირი გამოდგება შაქრიანის ხიდადაო.
– იზარდე მწვანე ეჯილო, დაპურდი გახდი ყანაო,
– ბაბუაშენი რომ მოვკვდა, რატომ არ წაგიყვანაო.