რთველი 2024 – პრემიერ-მინისტრი კახეთში

22:06, 18.09.2024

კახეთში ყურძნის კრეფისა და ჩაბარების პროცესი შეფერხებების გარეშე გრძელდება – საგანგებო რეჟიმში მუშაობს რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბიც.

ბოლო მონაცემებით უკვე გადამუშავებულია 150 ათასი ტონა ყურძენი. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი თითქმის 200 მილიონია. გასული წლების მსგავსად მევენახეების მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირება წელსაც ხდება. პროცესს დღეს პირადად გაეცნო ქვეყნის პრემიერი, რომელმაც სექტორის განვითარება და მევენახეების მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

მსგავსი