გურჯაანისა და ბაკურციხის რამდენიმე საბავშვო ბაღს სურსათის უვნებლობის სამმართველომ საწარმოო პროცესი შეუჩერა
გამოვლენილი დარღვევების გამო, გურჯაანის მეორე, მესამე და ბაკურციხის საბავშვო ბაღებს სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. გეგმური შემოწმების შედეგად საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების მომზადების სიახლოვეს არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და მის მოწესრიგებამდე საბავშვო ბაღები დაიკეტა.
სურსათის უვნებლობის სამმართველოში აცხადებენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არსებული ვითარების გამოსწორების შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ. სამივე ბაღის სამზარეულო ბლოკებში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები.
გურჯაანის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განახლდება.