გურამ შარაძის ხსოვნის საღამო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე, აკადემიკოსებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. გაიხსენეს და ისაუბრეს გურამ შარაძის ღვაწლსა და შემოქმედებაზე. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა გურამ შარაძის სხვადასხვა სატელევიზიო ინტერვიუდან ამონარიდები იხილეს.