მარლენ ეგუტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრისა და კინოს მსახიობის, მარლენ ეგუტია 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოხეტიალე მთვარის თეატრმა მონოსპექტაკლი – „კრეპის უკანასკნელი ფირი“ თოჯინური ვერსია წარადგინა, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ ლუარსაბიშვილია. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა მარლენ ეგუტიას მიერ განსახიერებული პერსონაჟი – კრეპის თოჯინა, რომელმაც მსახიობის მიერ შესრულებული როლი სცენაზე კიდევ ერთხელ გაათამაშა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.