მიხეილ გომიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე მიშა გომიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა მიაგეს. საღამოზე ხელოვანის მიერ განსახიერებული როლები გაიხსენეს, წაიკითხეს ფრაგმენტები მისი ინტერვიუებიდან. საღამოზე აჩვენეს მიშა გომიაშვილის შესრულებული როლების ვიდეოკოლაჟი. მიშა გომიაშვილს 62 წელი შეუსრულდებოდა.