გურამ შარაძის იუბილე

ქართველ ფილოლოგს, მეცნიერს, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, გურამ შარაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. გურამ შარაძე წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ამასთან, გურამ შარაძე საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. გურამ შარაძის პირადი ბიბლიოთეკა და არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გურამ შარაძის მემორიალურ კაბინეტს რუსუდან შარაძემ 2017 წელს გადასცა, სადაც განთავსდა ქართული ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც 1994 წელს პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მუზეუმში ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების მნიშვნელოვანი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალაა დაცული.