გურამ ფალავანდიშვილი პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა დღეს მოქალაქეთა ნაწილის შეხვედრა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოსთან.

ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი, გურამ ფალავანდიშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად საქართველოს პირველ არხში მოვიდა და სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრება მოითხოვა. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, პირველი არხი ეწევა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკას. საკუთარი მოსაზრებები მათ სამეურვეო საბჭოს წევრებს გააცნეს.

სხდომაზე დამსწრეებს მეურვეებმა საკითხების განხილვა კონკრეტული შეხვედრისას შესთავაზეს, რაზეც მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ.

სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებით, საქართველოს პირველ არხზე კეთდება ბევრი გადაცემა, რომელიც პასუხობს კანონის მოთხოვნებს.