გუდაურში მომხდართან დაკავშირებით, ექსპერტები დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას გადაუგზავნიან
გუდაურში მომხდართან დაკავშირებით, დასკვნას საერთაშორისო ექსპერტები მოამზადებენ, რასაც პროკურატურას გადაუგზავნიან. უცხოელ სპეციალისტებს საქართველოში დღეს საღამოს ელოდებიან. საექსპერტო კომპანია ,,ბიურო ვერიტასის” წარმომადგენლები გამოძიების პროცესში, სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან ჩაერთვებიან. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ენერგოომბუდსმენმაც.
ამ დროისთვის საბაგირო გზა და მისი სადგურები დალუქულია.