გუდაურში საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ

გუდაურში, საბაგირო „საძელეზე“ მომხდარი შემთხვევის შესწავლა საერთაშორისო ექსპერტებმა დაიწყეს. ოთხი ექსპერტი ცოტა ხნის წინ ჩავიდა გუდაურში.

ვითარების შესწავლის შემდეგ, ისინი დასკვნას დადებენ, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს ავარიულად გაჩერება და რა მდგომარეობაშია სისტემა ამ დროისთვის.

ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება გუდაურიდან პირდაპირ ეთერში.