შეხვედრა ექსპერტებთან

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უცხოელ ეკონომისტებს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ადგილობრივ ექსპერტებთან და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე.  შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID -ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას.