#არჩევნები2020 საერთაშორისო ფრანგი დამკვირვებლები

საერთაშორისო შემფასებელთა მისიის წევრების განმარტებით, საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მისიის შემადგენლობაში საფრანგეთის მოქმედი პარლამენტარები და საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ, რომლებიც, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. დამკვირვებლები არჩევნებს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდნენ. მისიის წევრები საქართველოდან დღეს გაემგზავრნენ.

დატოვე კომენტარი