გუდაური-კობის მონაკვეთი კვლავ ჩაიკეტა

გუდაური- კობის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა.

გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისათვის აკრძალულია. გზის პრობლემურ ნაწილზე ამ დროისათვის ქარბუქია და ხილვადობა შეზღუდულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე განხორციელდება, თუმცა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პროცესი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.