გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.