მდგომარეობა საავტომობილო გზებზე

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, გზაზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღეიდან საქართველის მასშტაბით ამინდი გაურესდება – ამის შესახებ ამინდის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი, როგორც მთაში, ასევე ბარში. სინოპტიკოსები დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

 

დატოვე კომენტარი