ამ დროის მონაცემებით, H1N1-ით გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდეა გაზრდილი.
დღეს გორსა და ოზურგეთში კიდევ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, გახდა თუ ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსი 30 წლამდე და 83 წლის ქალის დაღუპვის მიზეზი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავადობის მაჩვენებლის კლების ტენდენციაზე მიუთითებს და ეპიდემიის საფრთხეს ისევ ვერ ხედავს. ზამთრის სასკოლო არდადეგების შესაძლო გახანგრძლივებაზე კი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება კვირის ბოლოს კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყანაში წამლის საკმარისი მარაგია.
მარიამ მენაბდე მუშაობდა თემაზე.