„გრემის“ რიგით მე-60 საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში, სპორტული კომპლექსის Madison Square Garden-ის სცენაზე გაიმართა.
შოუ სხვადასხვა მუსიკალური პერფორმანსით იყო გაფორმებული.
თუკი აქამდე პრემიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რეპერი ჯეი ზი იყო, საღამოს ტრიუმფატორები ბრუნო მარსი და კენდრიკ ლამარი გახდნენ, ჯეი ზი კი პრიზის გარეშე დარჩა.
ბრუნო მარსმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა მათ შორის – წლის ალბომი, წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა.