ლოს ანჯელესი მსოფლიო მელომანების ყურადღების ცენტრში იყო.
გრემის 61-ე დაჯილდოების ცერემონიას სტეიპლის არენამ უმასპინძლა. წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე 100-მდე ოქროს გრამოფონი გაიცა.
შოუს დროს ცნობილმა ვარსკვლავებმა მუსიკალური პერფორმანსებიც შეასრულეს.
საუკეთესო პოპ ალბომისთვის ჯილდო არიანა გრანდემ, სოლო პოპ პერფორმანსისა და დუეტისთვის ლედი გაგამ, წლის ჩანაწერისა და სიმღერისთვის კი ჩაილდიშ გამბინოს This Is America-მ დაიმსახურა.