Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში

30 ათასამდე მაყურებელი და გრანდიოზული შოუ – მსოფლიოში ცნობილი ამერიკული როკ ბენდი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და უცხოელი ფანების წინაშე წარდგა. „იმეჯინ დრაგონსი საქართველოს ახალი ალბომის, „მერკურის“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. შესრულდა როგორც ძველი, ისე ახალი ჰიტები. გამართული კონცერტით შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად კმაყოფილი დარჩა ბენდიც. ჯგუფის სოლისტმა დენ რეინოლდსმა მსმენელს მადლობა გადაუხადა და ქართული სამზარეულოს უნიკალურობასაც ხაზი გაუსვა. „იმეჯინ დრაგონსი“ თბილისს „სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში ესტუმრა. შემდეგი უკვე ბრუნო მარსი იქნება, რომელიც კონცერტს პირველ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გამართავს.