ბრუნო მარსის კონცერტი თბილისში

სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში თბილისი მორიგი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება.

პირველ ოქტომბერს საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალი შოუს „დინამო არენაზე“ გამართავს. კონცერტი ორ საათს გაგრძელდება და შესრულდება ყველა ის ჰიტი, რომლითაც განსხვავებული საშემსრულებლო სტილითა და ქორეოგრაფიით ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

პირველ ოქტომბერს ღამის ორ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.