„გრემის“ საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში

12:22, 29.01.2018

„გრემის“ რიგით მე-60 საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში, სპორტული კომპლექსის Madison Square Garden-ის სცენაზე გაიმართა.

შოუ სხვადასხვა მუსიკალური პერფორმანსით იყო გაფორმებული.

თუკი აქამდე პრემიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რეპერი ჯეი ზი იყო, საღამოს ტრიუმფატორები ბრუნო მარსი და კენდრიკ ლამარი გახდნენ, ჯეი ზი კი პრიზის გარეშე დარჩა.

ბრუნო მარსმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა მათ შორის – წლის ალბომი, წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა.

მსგავსი