გორში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გორში, ატენის ხეობაში.
სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 12 კუბურ მეტრამდე, წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.