გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებით გაგრძელდა ქალაქ გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა.  სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და საქმის გამომძიებლები დაკითხეს.

პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც მხარეები მოწმეების ჩვენებებზე დეტალურად არ ლაპარაკობენ. პროკურატურა აცხადებს, რომ მოწმეებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს. მათ შორის იმ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბრალდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. დაცვის მხარე ამბობს, რომ იაგო ნებიერიძის ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ დევს.