გორში ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ - რა შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა
გორში ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ. აბონენტების ნაწილს დღეს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის”, სემეკის და ეკონომიკის სამინიტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიის მხრიდან ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი დაირიცხა.
დღევანდელი შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ მოსახლეობის ნაწილი “სოკარ ჯორჯია გაზის” გორის სერვისცენტრში შეიჭრა.
ნინო ფისაძე დეტალებით – როგორ მიმდინარეობდა და რა შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა?