საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება ცხრა პროცენტით გაიზრდება
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება ცხრა პროცენტით გაიზრდება

გაზის მოხმარება საქართველოში ცხრა პროცენტით გაიზრდება. 2018 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ქვეყანას 2,659 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 2,439 მილიარდს შეადგენს.

კომერციული სექტორის მიერ გაზის მოხმარების გაზრდა დაახლოებით 12 პროცენტით არის მოსალოდნელია. თუ წელს ამ მიზნით 981 მილიონი კუბური მეტრი იყო გათვალისწინებული, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,105 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

10 პროცენტით მოიმატებს მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა და 1,044 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

თბოსადგურებისთვის საჭირო გაზის მოცულობა კი თითქმის არ იცვლება და 510 მილიონი კუბური მეტრი იქნება.