გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელი ცენტრი

გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ესტუმრა. მისი განცხადებით, შესაბამისი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი მოხალისეების მნიშვნელობა თურქეთის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახა მიწისძვრით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების დროს. მან მადლიერება გამოხატა ქართველი მაშველების მიმართ იმ თანადგომისა და ძალისხმევისთვის, რაც მათ მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად გასწიეს.