პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

ქართველი მაშველები სტიქიური უბედურების ზონაში.

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქში ქართული სამაშველო ჯგუფი მუშაობას განაგრძობს. ჰათაის პროვინციაში მდებარე ქალაქ ანთაქიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და სტიქიის უმძიმეს შედეგებს ადგილზე გაეცნო. სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობის გამო ქართული მხარე თურქეთისგან მადლობებს იღებს. სტიქიის ზონაში ჩასვლამდე ირალი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო. საუბრის მთავარი თემები იყო უკრაინის ომი, მეზობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი მასშტაბური პროექტები, რომელთა მნიშვნელობა ომის შედეგად გაუარესებულმა უსაფრთხოების გარემომ კიდევ უფრო გაზარდა.