გამოწვევები პალიატიური პაციენტების მოვლაში

ჰოსპისებში და ბინაზე მოვლის სერვისებში დასაქმებულები სფეროში არსებულ სირთულეებზე საუბრობენ.

მოხალისეები და მოწყალების დები მთავარ პრობლემად ინსტიტუტის გაუმართაობას და კადრების სიმცირეს ასახელებენ. სახელმწიფო პროგრამების სიმწირეს და ადგილზე მუშაობის მიმართ დაბალ ინტერესს ადასტურებენ ის ექსპერტებიც, რომლებიც სფეროს წლებია იკვლევენ. მთავარი რეკომენდაცია ჰოსპისებში დასაქმებული და პალიატიურ სერვისებში ჩართული პირებისთვის წახალისების მექანიზმების და შეღავათების დაწესებაა. საექსპერტო კვლევების მიხედვით, ამ დროისთვის სხვადასხვა სახის პალიატიურ მზრუნველობას 150 000-მდე ადამიანი საჭიროებს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ მოვლის სერვისებს სადაზღვევო პაკეტებიც არ ითვალისწინებს. სფერო ძირითადად საქველმოქმედო შემოწირულობებზე და მოხალისეთა ენთუზიაზმზე დგას.