საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონს ხვალ საქართველოს პრემიერი მოინახულებს.

ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაშია ქართველი მაშველების ჯგუფიც, რომელიც ადიამანის შემდეგ სწორედ ამ ქალაქში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. 6 თებერვალს მომხდარი გამანადგურებელი სტიქიის უმძიმესი შედეგები ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს პირადად მიუსამძიმრა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ომი და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოებაც. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ორი ქვეყნის თანამონაწილეობით დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიც.