წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“.
სიუჟეტი ფეხბურთელი გოგონების ერთ-ერთ, რიგით დღეს ასახავს და მათ კიდევ ერთ მთავარ გამარჯვებამდეა გადაღებული. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნეს და მომავალ წელს საქართველოს სახელით უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
თეა აბსარიძე და გოგა გახარია დეტალებით.