გოგი წულაიას განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია, ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნო მომსახურებაში გახარჯულ თანხას აპროტესტებს. მისი თქმით, ქალაქის მერიამ, მიმდინარე წლის ექვს თვეში, სარესტორნო მომსახურებაში 87 112 ლარი დახარჯა.

როგორც წულაიამ განაცხადა, თვითმმართველობების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა, ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას იწვევს. გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.