გოგი წულაიას სასამართლო პროცესი

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით გირაოს 5000 ლარის ოდენობით შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.