ზესტაფონში, საარჩევნო კომისიასთან გოგი წულაია აქციას მართავს

ზესტაფონის 51-ე ოლქში 17 საათისთვის ხმა 20 335-მა ამომრჩეველმა მისცა. აქტივობამ 36,99% შეადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული, თუმცა მათი თქმით, ყველა პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ამ წუთებში საოლქო საარჩევნო კომისიასთან გოგი წულაია აქციას მართავს. ის თავისი დამკვირვებლის დაკავებას აპროტესტებს და ზეწოლაზე საუბრობს.