„თავისუფალი საქართველოს“ წევრის განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი, გოგი წულაია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ისრაელში ქართველი ტურისტების არ შეშვების მიზეზებით დაინტერესებას სთხოვს.

წულაია აცხადებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ის არ შეუშვეს ისრაელში. მისი თქმით,  ისრაელში ტურისტული მიზნით მიემგზავრებოდა, თუმცა ქვეყანაში არ შეუშვეს, ჩაკეტეს ოთახში და არ აქცევდნენ ყურადღებას. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავს პირობებში იმყოფებიან საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც საზღვარზე არ უშვებენ.