ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა.
გამოფენა ავტორის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე გოგი გიორგობიანს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული. გიორგობიანს ის ეროვნული ფოტო არქივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო-დოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მასალის ციფრულ ფორმატში გადაყვანა. მალე ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაეცნოს დოკუმენტალისტის პერსონალურ კოლექციას.