57 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ერთ საგამოფენო სივრცეში – გოგი ჩაგელიშვილის ნახატებს ეროვნულ გალერეაში გამოფენენ.
„სოც-არტიდან დღემდე“, – ასე ერქმევა ექსპოზიციას, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება ბოლო პერიოდში შექმნილი, ანუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილი ნახატებიც.
განახლებული ეროვნული გალერეა გოგა ჩაგელიშვილის ნახატებს პირველად მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედების მხოლოდ ნაწილია. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში სხვადასხვა ჟანრსა და დროში შესრულებული ნამუშევრები იხილოს.