ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა, 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ.
ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში დაძლეული 125კგ-ით ოქროს მედალი მოიგო, აკვრაში კი მისი შედეგი 153 კგ და მეორე ადგილია. ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კგ დაძლია და საუკეთესო შედეგით ჩემპიონი გახდა.