გლობალური უსაფრთხოების ფორუმი

უკრაინისა და ევროპის სამეზობლოს მხარდაჭერა, გამოწვევები და დასავლეთის რესურსების მობილიზება შიდა მდგრადობისთვის, – სწორედ ესაა მთავარი საკითხები რაზეც ამ წუთებშიც ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალური ფორუმი მიმდინარეობს. დამსწრეებს უკვე მიმართეს მასპინძელი ქვეყნის, სლოვაკეთის პირველმა პირებმა, უკრაინის პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა.