გლობალური უსაფრთხოების ფორუმი სლოვაკეთში

სლოვაკეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ფორუმი გრძელდება. ბრატისლავაში იმყოფება ქართული დელეგაცია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. ომი უკრაინაში და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში მხარდაჭერის გაძლიერება, უსაფრთხოების საკითხები და შიდა მდგრადობისთვის დასავლეთის რესურსების მობილიზება – ფორუმის მთავარი თემებია.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავას სასახლეში დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გალავახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

ჯილდო უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გადასცა.