ხვალ 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენენ

ხვალ 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენენ. თუმცა მანამდე, ფინალისტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი დღე იყო დღესაც. მსოფლიოს ათი საუკეთესო მასწავლებელი, 200-ზე მეტი ქვეყნიდან დუბაიში ჩასულ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას, მიგნებებსა და სწავლების მეთოდს აცნობდა და უზიარებდა. მათ შორის არის კონკურსის ქართველი ფინალისტი ლადო აფხაზავაც.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება დუბაიში.